სვეტიცხოვლობა

14 ოქტომბერი 2016, 00:00 3969 ნახვა

დღეს სვეტიცხოვლობაა. დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მღვდელთმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. ტაძარში იმყოფებიან საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები, ჩოხოსნები, სხვადასხვა ეკლესია-მონასტრის ბერ-მონაზვნები და სასულიერო პირები. დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენების დღეც. 

ამავე კატეგორიაში