საგარეო უწყება ჰაკერული თავდასხმის საქმეზე „გრუ“-ს ოფიცრების დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ამერიკელი პარტნიორების მიერ გამოჩენილ ძალისხმევას, „ამ უგუნურ შეტევებში პასუხისმგებელი პირების გასასამართლებლად“. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის 6 ოფიცერს რამდენიმე ქვეყნის მიმართ ჰაკერული თავდასხმის გამო, ბრალი წაუყენა.მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულშიც. დეპარტამენტის განცხადებით, ჰაკერები კომპიუტერულ შეჭრასა და თავდასხმებში მონაწილეობდნენ, რითაც უკრაინაში, საქართველოსა და საფრანგეთში არეულობის მოწყობას ცდილობდნენ.