აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან აღდგება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე აღდგება მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა ამ ეტაპზე არ მოხდება.
"საქალაქთაშორისო ტრანსპორტის და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - აცხადებენ მთავრობაში.
მერიის ინფორმაციით, ყოველდღიურ რეჟიმში ტრანსპორტი სპეციალური და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება.
იმ შემთხვევაში, თუკი მგზავრი არ გაიკეთებს პირბადეს, მძღოლს უფლება აქვს არ დაძრას ტრანსპორტი. ბათუმის მერია მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ბათუმში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 26 სექტემბრიდან აიკრძალა.