შაქარაშვილის საქმე

16 ოქტომბერი 2020, 19:59 1123 ნახვა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების მორიგი პროცესი დასრულდა. დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. პროცესზე საქმეში ბრალდებული ორი არასრულწლოვანი ა.ქ. და ნ.ც. დაიკითხნენ.

ადვოკატების განცხადებით, მოწმეებმა შემთხვევის დღე გაიხსენეს და ისაუბრეს, როგორ განვითარდა მოვლენები. პროკურატურა ბრალდებულების მიერ მიცემულ ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.პროკურორი ამბობს, რომ დაკითხული პირები სასამართლოში ერთსა და იმავე გარემოებებს განსხვავებულად განმარტავენ.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი