ბათუმში კიდევ რამდენიმე ქუჩა ჩაიკეტა. ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილი დილიდან შემოსაზღვრულია და ტერიტორია მეორედ უნდა გადაითხაროს. ცალმხრივი მოძრაობის გამო ხშირად იქმნება საცობები, რის გამოც მძღოლებს, როგორც ამბობენ გადაადგილების პრობლემები ექმნებათ. რატომ დაჭირდა განმეორებითი სამუშაობის ჩატარება კონკრეტულ მონაკვეთს და სულ რამდენი ქუჩაა ჩაკეტილი - პასუხებს ბათუმის მერიისგან ველოდებით. აქამდე არსებული ინფორმაციით 19 ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა. მათ შორის რამდენიმე ძირითად ქუჩაზე იცვლება წყლისა და წყალარინების სისტემა.