ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისია არჩევნებზე დაკვირვებას აგრძელებს, თუმცა შეზღუდული ფორმატით. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ოფისმა გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
მათი განმარტებით სამი მისია მუშაობას განაგრძობს და საარჩევნო პროცესის წინასწარ შეფასებას ყოველი საარჩევნო დღის შემდეგ უზრუნველყოფს. ეუთოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ წრეებში შეაფასეს.