შეხვედრა მედიკოსებთან

08 ოქტომბერი 2020, 11:51 1440 ნახვა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა.მთავრობის მეთაურმა რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნაზე ისაუბრა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს და ეს პროცესი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედ კლინიკურ ჯგუფთან სრული კოორდინაციით განხორციელდება. პრემიერ-მინისტრმა ასევე ყველას მოუწოდა, მაქსიმალურად ისარგებლონ აპლიკაციით - სტოპ კოვიდ, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ აფრთხილებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი