ფაშინიანი მთიან ყარაბაღში ჩავიდა

06 ოქტომბერი 2020, 17:40 1509 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთიან ყარაბაღში იმყოფებოდა.  სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაშინიანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეხვდა და ფრონტის წინა ხაზზე არსებული ოპერატიული სიტუაცია და აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები განიხილა.

სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ ყარაბაღის სამხრეთ მიმართულებაზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სამხრეთ რაიონებში სარეზერვო ძალები და დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა გადაისროლა, მათ შორის ტანკები და არტილერია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი