აქცია თურქეთის საკონსულოსთან

30 სექტემბერი 2020, 18:01 2235 ნახვა

თურქეთის ციხეში ქართველი პატიმრები შიმშილობენ. პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს ბათუმში, თურქეთის გენერალურ საკონსულოსთან შეიკრიბნენ და მშვიდობიანი აქცია გამართეს.

პროტესტის მიზეზი სტამბოლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობაა. ისინი ირწმუნებიან, რომ დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან  ფიზიკური ძალადობა ხორციელდება.

შეკრებილებს თურქეთის გენერალურ კონსულთან სურდათ აუდიენცია. მაქბულე ქოჩაკთან შეხვედრა პარასკევისთვის ჩაინიშნა.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი