ჩეხეთში ჯანდაცვის მინისტრი კოვიდინფიცირებულთა მატების გამო გადადგა

21 სექტემბერი 2020, 13:45 1593 ნახვა

ჩეხეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჯანდაცვის მინისტრი გადადგა. ადამ ვოიტეხმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყანაში  „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობის მატების გამო   მისი მისამართით კრიტიკული განცხადებები გახშირდა. 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა ჯანდაცვის მინისტრს პანდემიის დროს გადადგმული ნაბიჯებისთვის მადლობა „ტვიტერის“ გვერდზე გადაუხადა. ჩეხეთში ბოლო 14 დღეში, ყოველ ასი ათას მოსახლეზე კორონავირუსის 193 შემთხვევა გამოვლინდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში