ქობულეთში მოქმედი ყველა სამედიცინო ცენტრი კოვიდმიმღები გახდა. უკვე არსებულ ორ საავადმყოფოს "ევექსის" რეგიონული საავადმყოფოც დაემატა. კლინიკა აღარ იღებს პაციენტებს სხვა ჩივილებით.
იგივე ვითარებაა კლინიკა „ბომონდში“, რომელიც სხვა საჭიროებების შემთხვევაში პაციენტებს, ფოთის და ბათუმის სამედიცინო ცენტრებში ამისამართებს. მოქალაქეები ითხოვენ სამედიცინო კლინიკა სხვა პაციენტებისთვისაც გამოიყოს.