ძლიერი წვიმის შედეგად 2 დღის განმავლობაში მუნიციპალიეტეტების ადმინისტრაციული ერთეულებისა და შიდა სასოფლო გზებზე შეზღუდული იყო გადაადგილება. უხვი ნალექის შედეგად სხვადასხვა სოფელში ჩამოწვა მეწყერი, რამდენიმე ოჯახის საკამიდამოს საცხოვრებლად საფრთხე შეექმნა, მოსახლეობას კი დაუზიანდათ ნარგავები. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტიში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ყველა მიმართულებით აღდგენილია გადაადგილება. რჩება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთი მიმართულება, სადაც მიმდინარეობს სამუშაობი.დასრულებამდე ქუთურეთი-მარადიდის მოსახლეობა შემოვლითი გზით შეძლებს სარგებლობას.