ბათუმის "დინამო" დავით ყიფიანის თასის გათამაშების მიღმა დარჩა

19 სექტემბერი 2020, 18:33 2355 ნახვა

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური შეხვედრა გაიმართა.

ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი ბათუმის "დინამო" მოულოდნელად თასის გათამაშებას გამოეთიშა. შავიზღვისპირელები ეროვნული ლიგა 2-ის გუნდთან "გაგრასთან" 1-0 დამარცხდნენ.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატჩის 38-ე წუთზე გოდფრი ობოაბონამ საკუთარ კარში გაიტანა.

გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო სამი შეხვედრა წააგო. შემდეგი შეხვედრა "დინამოელებს" უკვე ეროვნულ ლიგის გათამაშებაში ექნებათ, სადაც 3 ოქტომებრს გასვლაზე "თელავთან" ითამაშებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი