მსოფლიოში კოვიდ-19-ის 28 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული

10 სექტემბერი 2020, 14:57 1260 ნახვა

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 900 ათასს გადააჭარბა. აქედან 190 ათასი შემთხვევა  აშშ-ში დაფიქსირდა. მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ  28 მილიონს გადააჭარბა.   

ვირუსის გავრცელების მხრივ, პირველ ადგილს იკავებს აშშ, 6,3 მილიონი ინფიცირების შემთხვევით, მეორე ადგილზეა ინდოეთი 4,7 მილიონი შემთხვევით, ხოლო მესამე ადგილზეა ბრაზილია, სადაც გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 4,1 მილიონი შემთხვევა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში