აჭარამ მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა

08 სექტემბერი 2020, 20:06 1472 ნახვა

მწვანე ზონიდან წითელში. აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა. კოვიდ 19-ის გავრცელებამ ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. ბოლო თვეების მანძილზე, ქვეყანაში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

45 ინფიცირების შემთხვევიდან თითქმის ნახევარი აჭარას უკავშირდება, რომელთაგან ნაწილს, რეგიონში მოგზაურობის ისტორია აქვს, ზოგიც დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 3 კი ე.წ დონას ჯგუფს ეკუთვნის.

ბათუმში, ხოფის ბაზრობის შემდეგ, იუსტიციის სახლი და 2 სკოლაც დაიხურა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 105 პაციენტი მკურნალობს. დღეს, მთავრობა ესემეს შეტყობინებებს გზავნიდა და მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 12 დღის მანძილზე აჭარაში იმყოფებოდნენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ცხელების ცენტრებისთვის მიმართვისკენ მოუწოდებდა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში