აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ბათუმსა და ქობულეთში 1 კვირაში აუდიტორიებსა და კლასებში დასაწყები სასწავლო პროცესი, ზუსტად 16 დღით გადაიწია. 1-ლ ოქტომბრამდე, მოსწავლეები და სტუდენტები დისტანციურად ისწავლიან.
მიუხედავად იმისა, რომ შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარებულია და განსაზღვრულია შესასვლელები და დისტანციის დაცვა. ბოლო 1 კვირაა, ზღვისპირა ქალაქში, ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.