ინდოეთმა ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ბრაზილია ჩაანაცვლა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 4 მილიონ 204 ათას 613 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 71 ათას აჭარბებს.
„კოვიდ-19-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვით ინდოეთი კვლავ მესამე ადგილზეა. მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 27 მილიონს აჭარბებს.