მინსკში აქცია დაკავებებით დასრულდა

28 აგვისტო 2020, 09:57 1256 ნახვა

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის დროს 20 ჟურნალისტი დააკავეს. პოლიციამ სხვადასხვა ტელევიზიის ჟურნალისტები აქციის გაშუქების გამო დააკავა. თვითმხილველების თქმით, ისინი ფურგონებით იზოლატორში გადაიყვანეს და პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონები, ჩამოართვეს.

ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. მოქალაქეები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებენ, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში