საოჯახო სასტუმროების მფლობელები ქობულეთის მერიასთან აქციას მართავენ და ხელმოწერებს აგროვებენ 

27 აგვისტო 2020, 13:00 1386 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, საოჯახო სასტუმროების მფლობელები რიგით მესამე საპროტესტო აქციას მართავენ. 

მათი მთავარი მოთხოვნაა ბანკებმა საპროცენტო გადასახადი, ერთი წლით გადაუვადონ. ასევე წლევანდელ სეზონზე შესატანი პროცენტი ჩამოაჭრან. ამბობენ, რომ ისინი თანხის გადახდას ვერ შეძლებენ, რადგან წლევანდელი სეზონი პანდემიის გამო არ შედგა და ქობულეთში ტურისტების ნაკლებობა იყო. 

საოჯახო სასტუმროების მფლობელები, რომლებსაც საბანკო ვალდებულებები აქვთ მერიის წინ მდებარე სკვერში, ხელმოწერებს და პირად მონაცემებს აგროვებენ, რომელსაც კანცელარიაში შესატანად ამზადებენ.

ცნობისთვის, ქობულეთის მერი რამდენიმე დღის წინ ოჯახებს დახმარებას და აჭარის მთავრობასთან შუამდგომლობას დაჰპირდა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი არ გაჩერდებიან და პერმანენტულ აქციებს გამართავენ, თუ არ მოხდება მათი პრობლემის გათვალისწინება.

ქობულეთის მერიაში საპასუხო კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში