გულშემატკივრები „კამპ ნოუზე“ შეიჭრნენ - ისინი ლეონელ მესის გუნდიდან შესაძლო წასვლასთან აპროტესტებენ

27 აგვისტო 2020, 12:47 1801 ნახვა

ლეონელ მესის გუნდიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით განაწყენებული გულშემატკივრები „კამპ ნოუზე“ შეიჭრნენ. მათი მთავარი მოთხოვნა კლუბის პრეზიდენტის ხოსეპ მარია ბარტომეუს გადადგომა იყო.

სტადიონის დაცვამ ვერ შეძლო პროტესტის შეჩერება და წესრიგის დასამყარებლად პოლიციის გამოძახება გადაწყვიტეს.

გუნდის ლიდერის წასვლაზე ინფორმაცია 25 აგვისტოს გავრცელდა, მიზეზად ფეხბურთელი კლუბის მმართველობის სისტემით და ბოლოდროინდელი შედეგებით იმედგაცრუებულია.

ლეონელ მესისთან ტანამშრომლობა არაერთ გუნდს სურს, მათ შორის „ინტერს“, „მანჩესტერ სიტის“, „პარი სენ-ჟერმენს“, „იუვენტუსსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“.

ია სართანია
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში