რეზერვის შესახებ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს

27 აგვისტო 2020, 10:22 1550 ნახვა

რეგიონებში რეზერვის შესახებ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვისტთან გაფორმდება 5 წლიანი კონტრაქტი და მას შეუნარჩუნდება სამოქალაქო სამსახური. 

საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში შეადგენს არაუმეტეს 45 დღეს.

18 დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გავლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში