პოლიციამ 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - შსს

27 აგვისტო 2020, 10:25 242 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა მამაკაცი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მისივე მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსით გადაადგილებისას შეაჩერეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული მიკროავტობუსის და ნ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ „ჰეროინის“ შემცველი 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში