ტყეში გაჩენილი მასშტაბური ხანძრების შედეგად კალიფორნიაში, გარდაცვლილთა რიცხვმა შვიდს მიაღწია.
აგვისტოს შუა რიცხვებიდან კალიფორნიაში მეხის ჩამოვარდნის 13.000 ხოლო ცეცხლის კერის 600 შემთხვევა აღირიცხა.
ამჟამად კალიფორნიაში სამი მასშტაბური ხანძრის კერა მძვინვარებს, რომელთა გამოც 250 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.