არქეოლოგიური გათხრების შედეგად პეტრას ციხის ტერიტორიაზე, სადაც მეექვსე საუკუნით დათარიღებული 3 ნავიანი ბაზილიკაა განთავსებული ადრეული ხანის კედლები და სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული ნაკეთობები აღმოაჩინეს. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ კედლები 6 საუკუნამდე არსებული ეკლესიის დანატოვარია, რომელიც ტერიტორიაზე ბაზილიკამდე მდგარა. არქეოლოგიური სამუშაოები პეტრას ციხეზე აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.