ყალიბდება ახალი კლასტერი, რომელიც ლარსის საბაჟოსთანაა დაკავშირებული - ამირან გამყრელიძე

11 აგვისტო 2020, 22:23 1620 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, შესაძლებელია ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ახალი კლასტერი ჩამოყალიბდეს.

„დღეს, გარკვეულწილად ერთი კლასტერი ყალიბდება, რომელიც ლარსის საბაჟოსთან არის დაკავშირებული. იქ არის ხუთი შემთხვევა დადასტურებული და ახლა მიმდინარეობს კონტაქტების ეპიდკვლევა, რომ სწრაფად მოხდეს ლოკალიზება ეპიდაფეთქების. დაინფიცირების პირველწყარო დაახლოებით ვიცით“, – აცხადებს ამირან გამყრელიძემ.

ადგილზე, დაინფიცირებულთა კონტაქტების მოსაძიებლად დამატებითი ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 14 შემთხვევიდან 5 ყაზბეგში გამოვლინდა. ვირუსი ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის თანამშრომლებს დაუდასტურდათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი