სოციალური პაკეტი და სოციალური ფონი

06 აგვისტო 2020, 20:17 1482 ნახვა

სანამ კონკრეტული ოჯახის მაგალითზე გადავალთ წაგიკითხავთ იუნისეფის მიერ ქვეყანაში სიღარიბის კვლევის მონაცემებს, ასე მაგალითად იმ ბავშვების 37%, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არიან, ვერ იღებენ დახმარებას მიზნობრივი პროგრამებიდან. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების 81% სოფლის მეურნეობაშია ჩართული და ამის ერთ-ერთ მიზეზად ის სახელდება, რომ ამ ოჯახების 85%-ის საკუთრებაშია 1 ჰექტარზე ნაკლები სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელიც რენტაბელური არ არის, ანუ მაგალითად ამ მიწის მოვლა ბევრად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე იქ მოყვანილი პროდუქტის რეალიზაციით ფული შემოდის. ასევე ირკვევა, რომ საქართველოში ოჯახების 70% პერიოდულად ჩამოდის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ანუ ამ შემთხვევაში ამ ოჯახებში არ აქვთ სტაბილური სამსახური, შედარებით უკეთესი მდგომარეობა იმ ოჯახებშია, რომლებშიც პენსიონრებიც არიან, უნისეფის შეფასებით სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის თითო ბავშვზე თვეში 50 ლარიანი დახმარების პირობებში, ბავშვებში სიღარიბე ჩამოიწევს ამჟამინდელი 27% დან 19 %-მდე ხოლო საერთო სიღარიბე 33%-დან 25-მდე უნისეფის შეფასებით თვეში 50 ლარიანი დახმარების პირობებში ყველა ბავშვს რაც წელიწადში 468 მილიონი სიღარიბე ბავშვებში ჩამოიწევდა ამჟამინდელი 27,5 დან 19 პროცენტამდე. ხოლო საერთო სიღარიბე 33% (ოჯახების) 25 პროცენტამდე ჩამოვიდოდა. სოციალურად დაუცველთა ბაზაში გაეროს მონაცემებით 316 ათასი ოჯახია, რომლებშიც 943 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ანუ ამის მიხედვით გამოდის, რომ თითქმის ყოველი მეოთხე საქართველოს მოქალაქე, სოციალურად დაუცველი ან ასეთთან მიახლოებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი