ახალი პროტოკოლი სტადიონზე მისული გულშემატკივრისთვის

31 ივლისი 2020, 19:09 1649 ნახვა

დღეიდან საქართველოს ეროვნული ლიგის მატჩებზე მაყურებელი სტადიონზე დაიშვება. გულშემატკივარს სტადიონზე შესვლა  პროტოკოლის მიხედვით შეეძლებათ. რეკომენდაციების მიხედვით, სტადიონზე წინასწარ უნდა განისაზღვროს სტუმართა განთავსების ადგილები, ყოველი დაკავებული ადგილის შემდეგ იყოს ორი თავისუფალი ადგილი,  იმგვარად, რომ ღონისძიებაზე დამსწრე პირთა მიერ დაკავებული ადგილების რაოდენობა არ აღემატებოდეს ადგილების საერთო რაოდენობის 33%-ს. ამას გარდა, აუცილებელია თერმოსკრინინგის ჩატარება და სტადიონის ტერიტორიის სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყოფა.  სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის დაშვების ინიციატივით საქართველოს მთავრობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიმართა და გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 21 ივლისს გამართულ სხდომაზე მიიღო. ეროვნული ლიგის მერვე ტური კახეთში 21 საათზე დღეს აიღებს სტარტს, სადაც თელავი თბილისის მერანს უმასპინძლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში