„სტრატეგია აღმაშენებელი“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს ასახელებს

30 ივლისი 2020, 18:35 975 ნახვა

„ქვეყანა კრიზისიდან არის გამოსაყვანი და დღეს მე ვფიქრობ, ამან შეგვკრიბა“, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა სტრატეგია „აღმაშენებლის“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი განცხადებით, ქვეყანა კრიზისიდან არის გამოსაყვანი, რაშიც სტრატეგია „აღმაშენებელი“ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. გიორგი ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად დასახელდა. მან სიტყვით გამოსვლაში გამარჯვების სამომავლო სტრატეგიაზე ისაუბრა და დაპირებებიც გასცა. საზოგადოებას გააცნო გუნდის წევრები საექსპერტო წრეებიდან. პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტეს უსაფრთხოების ექსპერტმა თეონა აქუბარდიამ და ჯანდაცვის ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ. პრეზენტაციას არცერთი პოლიტიკოსი არ ესწრებოდა პარტნიორი პარტიებიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი