ახალი პროტოკოლი სტადიონებისთვის

29 ივლისი 2020, 11:47 2501 ნახვა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.  ახალი პროტოკოლის მიხედვით, სტადიონებზე გულშემატკივრები 2 სკამის გამოტოვებით უნდა დასხდნენ.  

გარდა  ამისა, მთავარ მოთხოვნად  პირბადეების გამოყენება რჩება, ასევე  შეჯიბრში მონაწილეთათვის და დამსწრეებისთვის სავალდებულოა ხელის ჰიგიენის დაცვა 70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარით. 

შეჯიბრში მონაწილეებმა მინიმალურად უნდა გამოიყენონ საერთო სპორტული ინვენტარი, გარდა ბატუტისა და ბურთისა.  იკრძალება ხელის ჩამორთმევა და აუცილებელია დისტანციის დაცვა. 

ასევე, მატჩის  დასრულების შემდეგ სკამების დეზინფექცია უნდა მოხდეს.  ასევე, უნდა იყოს გაკრული აბრები ყველასთვის, რომ არ ჩამოართვან ხელი ერთმანეთს და დაიცვან დისტანცია .  სპორტის სხვა სახეობების, კალათბურთის, ხელბურთის, ან ფრენბურთის შემთხვევაშიც, იგივე წესები იმოქმედებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში