კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა

28 ივლისი 2020, 12:12 1895 ნახვა

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში. მათგან ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა აჭარაში. ინფიცირებული თურქეთის მოქალაქე, მძღოლია. მას ვირუსი საზღვრის კვეთის შემდეგ ცხელების ცენტრში დაუფიქსირდა. იგი საკუთარი მოთხსურვილით თურქეთში გადაიყვანეს.კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი რჩება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პაციენტებიდან ერთის მდგომარეობაა სტაბილურად მძიმეა. ელოდებიან გამოჯანმრთელებასაც. ბათუმში ორთვიანი პაუზისა და „მწვანე ზონის“ სტატუსის შემდეგ კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 ივნისს დაფიქსირდა. რაც შეეხება კორონავირუსის სხვა შემთხვევებს ქვეყნის მასშტაბით, სულ 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 4 იმპორტირებულია, ერთის წყარო ლილოს ბაზრობაა, ერთის დაავადებულთან კონტაქტი, ერთი კი სამედიცინო პერსონალია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი