ქედის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გამოიცვალა სახურავი, შეკეთდა სცენა, დამონტაჟდა განათებები, ფარდები და დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემა.
სამუშაოები თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ განახორციელა. შემდეგ ეტაპზე სააგენტოს შენობის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.