ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ
23 ივლისი 2020,
10:21
1476 ნახვა
ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია დაასრულა. ბატალიონის ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო.