ორი დღე „ოცნების“ რჩეულების წარდგენამდე

18 ივლისი 2020, 18:31 2332 ნახვა

მმართველი პარტიის სახელით ბათუმში არჩევნების მოგებას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რესან კონცელიძე შეეცდება. თავად ინფორმაციას არ ადასტურებს. ოფიციალურად გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.

რესან კონცელიძისგან განსხვავებით, კანდიდატობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ანზორ ბოლქვაძე, რომელიც 3 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. ქობულეთის სამაჟორიტარო ოლქში კი მმართველი პარტიის სახელით აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე წარდგება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი