მმართველი გუნდის რჩეულები აჭარაში -2 დღე წარდგენამდე 

18 ივლისი 2020, 12:15 1202 ნახვა

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მისი აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელების შესახებ, უარყოფს საქართველოს  პარლამენტის მოქმედი დეპუტატი. ანზორ ბოლქვაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ყოფილა.  ანზორ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტში მესამე მოწვევის დეპუტატია.

კანდიდატებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, თუმცა არჩილ ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება არჩევნებზე ღირსეული კანდიდატებით წარსდგება.

  20 ივლისს, „ქართული ოცნება“ პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის სახელით ბათუმში არჩევნების მოგებას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რესან კონცელიძე შეეცდება. ქობულეთის მაჟორიტარ კანდიდატად კი,, ქართული ოცნება“  აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ზაალ მიქელაძეს წარადგენს. მაღალმთიანი აჭარის კანდიდატი უკვე მეოთხედ მოქმედი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში