ხელვაჩაურში სასაკლაო გაიხსნება

05 ოქტომბერი 2016, 00:00 2594 ნახვა

უახლოეს პერიოდში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტიპის სასაკლაო მეურნეობა და ხორცის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება. კომპლექსში, რომელიც აჭარაში ყველაზე მსხვილია, თანამედროვე ტიპის დანადგარებთან ერთად მეცხოველეობის  ფერმა და 150 ტონის ტევადობის სამაცივრე მეურნეობაც არის განთავსებული. ამოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე ობიექტი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოადგილეებთან ერთად მოინახულა. ლაშა კომახიძის განცხადებით, კომპანია მზად არის აქტიურად ჩაერთოს მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ ხულოს მუნიციპალიტეტში, მეცხოველეობის აგრარული ბაზრობის განვითარების პროექტში, რაც შემდგომი გადამუშავების მიზნით ცოცხალი პირუტყვის ადგილზე შესყიდვას ითვალისწინებს. მინისტრისვე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ამ პროცესის გამარტივებისთვის ხულოში თანამედროვე ტიპის ვეტერინარული კლინიკაც გაიხსნება. ეს ყველაფერი კი მაღალმთიან აჭარაში მეხორცული ჯიშის პირუტყვის მოშენების წახალისებას შეუწყობს ხელს

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი