ბათუმში, ზღვაში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

16 ივლისი 2020, 11:35 5416 ნახვა

ბათუმში, ზღვაში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. ადგილობრივთა განმარტებით, დილით ადრე, დაახლოებით 15 წლამდე ბიჭი, რომელიც 4 მეგობართან ერთად იმყოფებოდა, ზღვაში შევიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

შემთხვევა ბათუმის ბულვარში, პირსის მიმდებარედ მოხდა.  ადგილობრივები ამბობენ, რომ  მიმდინარე სამძებრო სამუშაოების გამო, მოსახლეობას აღნიშნულ ტერიტორიაზე ზღვაში ჩასვლის უფლებას მაშველები არ აძლევენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აჭარის მაუწყებელს უთხრეს, რომ ამ ეტაპზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, პროცესში ჩართულია 2 ნავი, 2 სკუტერი, 3 მყვინთავი, დრონი და მიმდინარეობს ზღვის ფსკერის დათვალიერება.

ამ დროისთვის სანაპიროზე თეთრი ალამია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანაობა დაშვებულია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში