საველე შეკრების “ისარი 2020”-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა. სწავლების ფარგლებში თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებმა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სადაზვერვო ტაქტიკურმა ჯგუფებმა ერთობლივად პირობითი მოწინააღმდეგის ბაზა აღმოაჩინეს და მასზე შეტევა წარმატებით განახორციელეს. საველე შეკრება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. სწავლების მონაწილეებმა სადაზვერვო, ტაქტიკური და სამედიცინო მომზადება გაიარეს და თვითგადარჩენის უნარები გაიუმჯობესეს.