ხელისუფლების ოპონენტებმა მთავრობის მეთაურს წლიური ანგარიშის შინაარსიც დაუწუნეს და თანაპარტიელების მხარდაჭერის ხარისხიც. უთხრეს, ისიც რომ ქართული ოცნება ქართველი ხალხისთვის უკვე აღარ არის სიკეთე, რომ ქართ. ოცნება მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირებისას გრძნობს თავს კომფორტულად, რადგან ეს ორი ძალა ერთმანეთს ავსებს.