საქართველოში კორონავირუსით მე-15 პაციენტი გარდაიცვალა

28 ივნისი 2020, 11:28 1279 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.

კლინიკის ინფორმაციით გარდაცვლილი 82 წლის ასაკის მამაკაცია, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

მათივე ცნობით, მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, პაციენტს, მრავლობითი თანმხლები დაავადებები ჰქონდა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში