მაია მერკვილაძის სარჩელზე  მოსამზადებელი სასამართლო სხდომა გაიმართა

26 ივნისი 2020, 20:37 1504 ნახვა

მაია მერკვილაძის საქმის  მოსამზადებელ  სხდომაზე მოსამართლე ალექსანდრე  გოგუაძემ ორივე მხარის  შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსარჩელე  მხარემ ორი მოწმის, შორენა ღლონტისა და    გიორგი მურვანიძის  დაბარება და  მტკიცებულების სახით   მაია მერკვილაძის  თანამდებობის გაუქმების ბრძანება, ასევე სახალხო დამცველის რეკომენდაციისა და ახალი ამბების სამსახურის რედაქტორის  ხელშეკრულების დართვა მოითხოვა. მოპასუხე მხარე  ღლონტისა და მურვანიძის მოწმედ დაბარებას ასევე   სახალხო დამცველის რეკომენდაციის მტკიცებულებად წარმოდგენას ეწინააღმდეგებოდა ,როგორც განმარტეს   შორენა ღლონტი მაუწყებელს თავადაც უჩივის ,ამიტომ  შესაძლოა ის სუბიექტური იყოს. თავის მხრივ მოპასუხე მხარესაც  ჰქონდა რამდენიმე შუამდგომლობა, მოითხოვეს  ეკა შაინიძისა და რაულ ბერიძის  მოწმედ დაბარება,ასევე საქმეზე  ეკა შაინიძის ხელშეკრულებისა და საშტატო ცვლილებებთან დაკავშირებით  სინერჯი ჯგუფის მიერ მომზადებული  რეკომენდაციის  მტკიცებულებად დართვა , ეს უკანასკნელი  გაურკვეველ დოკუმენტად მიიჩნია  მოსარჩელე მხარემ. მოსარჩელე მაია მერკვილაძის  უფლებებს არასამტავრობო ორგანიზაცია იემსი იცავს.   მთავარი  სხდომა 10 ივლისს 13 საათზე გაიმართა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი