ბუნებრივ სტიქიებსა და მისგან მიყენებულს ზარალს ებრძვის მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა. სეტყვამ გლეხებს, ხეხილი და ბოსტნეული დაუზიანა. ათობით ოჯახი ახლა, ზარალის ანაზღაურების მოლოდინშია. საოჯახოდ და სარეალიზაციოდ დათესილი და განადგურებული კარტოფილის შემყურე მოსახლეობა ფიქრობს, რომ წელს მოსავლის გარეშე დარჩებიან, რადგან კარტოფილის ხელახლა დათესვა უკვე დაგვიანებულია. რეგიონის სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ დაახლოებით 10 დღეში ზარალის დათვლის შემდეგ ეცოდინებათ რა სახის დახმარება გაეწევათ დაზარალებულებს.