ბათუმის "დინამომ" 29 წლის ფორვარდი დაიმატა

18 ივნისი 2020, 15:03 1728 ნახვა

ბათუმის ‘’დინამომ’’ 29 წლის ფორვარდი გიორგი,  ნიქაბაძე დაიმატა. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ეს ბათუმელებისთვის პირველი ტრანსფერია. შავიზღვისპირელებმა 29 წლის ფორვარდი თბილისის ,,მერანიდან’’ დაიმატეს.

გასულ სეზონში ნიქაბაძე 26 გოლით, ეროვნული ლიგა ორის ბომბარდირი და ჩემპიონი გახდა. გიორგი ნიქაბაძე სხვადასხვა დროს ,,თელავის’’ , ფოთის ,,კოლხეთის’’ , ,,ალაზნის’’ , ლანჩხუთის ,, გურიის’’ და ლიეტვუური ,,ბანგას’’ ღირსებას იცავდა. ფეხბურთელმა კარიერის 160 შეხვედრაში 86 გოლის გატანა მოახერხა.

გერმანული სატრანსფერო სააგენტოს ‘’ტრანსფერმარკეტ.დეს’’ ინფორმაციით ფეხბურთელის ღირებულება 200 000 ევროს შეადგენს. რამდენიმე დღის წინ საფეხბურთო კარიერა შავიზღვისპირელების ფორვარდმა ნიკოლოზ საბანაძემ დაასრულა. ეროვნული ლიგა 25 ივნისს განახლდება. ბათუმელები განახლებული ჩემპიონატის მესამე ტურში საკუთარ მოედანზე ‘’თელავს’’ უმასპინძლებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში