შიდა სასოფლო გზის პრობლემაზე საუბრობენ სოფელ ზენითში

16 ივნისი 2020, 15:22 1703 ნახვა

შიდა სასოფლო გზის პრობლემა აქვთ საუბრობენ სოფელ ზენითში მცხოვრებლებს. მოსახლეობის თქმით, წლებია რამდენიმე კილომეტრის გავლა გავლით ფეხით უწევთ, მათთან არც მიკროავტობუსი მიდის და საჭიროების შემთხვევაში ვერც სასწრაფო დახმარების ბრიგადა. პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა ხელისუფლებას ქობულეთის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გზის ეს მონაკვეთი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე ირიცხება და მისი მოვლა-პატრონობა არ ეკუთვნის, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს. ქობულეთის მერიის, ინფრასტრუქტურის სამსახურში კი გვითხრეს, რომ უახლოეს დღეებში გზის ამ მონაკვეთზე დაიგება ბეტონის საფარი. შეგახსენებთ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული შიდა სასოფლო გზების ბეტონის საფარის დასაგებად, მუნიციპალიტეტს ბიუჯეტიდან  2-მილიონ ლარამდე თანხა აქვს გამოყოფილი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი