გიორგი წიტაიშვილი ‘’ოქროს ბიჭუნას’’ ნომინანტთა სიაში მოხვდა

16 ივნისი 2020, 11:27 2331 ნახვა

ქართველი ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი ‘’ოქროს ბიჭუნას’’ ნომინანტთა სიაში მოხვდა. იტალიურმა გამოცემა „ტუტოსპორტმა“ 2020 წლის „გოლდენ ბოის“ პრემიაზე 100 ნომინანტის სია გამოაქვეყნა. ამ პრიზსს ევროპაში 21 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემენ.

19 წლის ნახევარმცველი კიევის ‘’დინამოს’’ ფეხბურთელია. წიტაიშვილი უკრაინის 20 წლამდელთა ნაკრებთან ერთად გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

‘’ტუროსპორტის’’ ნომინანტთა სიაში ასევე მოხვდნენ ‘’დორტმუნდის’’ შემტევი ერლინგ ჰალანდი, მისი თანაგუნდელი ჯეიდონ სანჩო, „ჩელსის“ ნახევარმცველი კალუმ ჰადსონ-ოდოი, „ბარსელონას“ შემტევი ანსუ ფატი, „ბაიერნის“ მცველი ალფონსო დევისი, ბრეშას ფეხბურთელი სანდრო ტონალი და სხვები.

‘’გოლდენ ბოის’’ პრიზი 2003 წლიდან არსებობს და სხვადასხვა დროს ისეთმა ფეხბურთელებმა მოიგეს, როგორებიც არიან: უეინ რონი, ლეონელ მესი, ალეშანდრო პატო, მარიო გიოტზე, პოლ პოგბა, კილიან მბაპე, მატიას დე ლიხტი, ხოლო გასულ წელს ამ ჯილდოს მფლობელი ჟოაო ფელიქსი გახდა.

გამოკითხვაში წამყვანი სპორტული მედიის ჟურნალიტები მონაწილეობენ. 15 ოქტომბერს 100 კაციანი სია 20 კაცამდე შემცირდება და შემდეგ საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელიც გამოვლინდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი