ქედაში სეტყვის შედეგად დაზარალებულები, კომპენსაციის მოლოდინში არიან. სტიქიამ მოსახლეობას, ათასობით ძირი თამბაქო, პომიდორი, ლობიო, სიმინდი და სხვა ნარგავები გაუნადგურა. უხვმა ნალექმა დააზიანა ვენახი და თხილიც. მოსალხეობა გვიყვება, რომ მოსავლის 80% განადგურებულია და ახლა არც ახალი ჩითილების გადატანას აქვს აზრი. წინასწარი ინფორმაციით, დაზარალებული დაახლოებით, 130 ოჯახია.