მწვანე ზონად გამოცხადებულ აჭარაში, ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ქედაში გასვლითი ტური მოეწყო. ვიზიტორებმა, მარანი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ზენდიდის ციხე და სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი დაათვალიერეს.
ქედაში არსებული საოჯახო სასტუმროების, მარნებისა და უბრალოდ ღირშესანიშნავი ადგილების მეტად პოპულარიზებაში დახმარებას მოსახლეობას აჭარის ინდუსტრიის ფედერაცია ჰპირდება.