ბეშუმი სეზონისთვის ემზადება

11 ივნისი 2020, 20:33 1926 ნახვა

წლევანდელ სეზონსაც კურორტი ბეშუმი მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით შეხვდება. ამჯერად  მთავარ გამოწვევად მოიალაღეები წყალს ასახელებენ. მათი ინფორმაციით, დაზიანებული მილის გამო ეგრეთ წოდებული ლაზების  დასახლების  წყლით მომარაგება არ ხდება.  თუმცა, განსხვავებული მდგომარეობაა  ამავე კურორტზე   დამსვენებლებისთვის განკუთვნილ ზონაში, რომელსაც „კურორტი ბეშუმი“ განაგებს. აიპის ადმინისრაციაში აცხადებენ, რომ წელს აქ სტუმრებს ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები  აღარ დახვდებათ. კურორტზე  უკვე პატრულირებს  პოლიცია, თუმცა ჯერჯერობით არ  მორიგეობენ სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადები. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი