მერაბ დვალიშივილი ოქტაგონზე მე-6 ბრძოლას გამართავს

06 ივნისი 2020, 12:51 1655 ნახვა

მერაბ დვალიშვილი  მორიგ შეხვედრას გამართავს. 14 ივნის მერაბი UFC-ის ოქტაგონზე, რიგით მეექვსე დაპირისპირებას, რეი ბორგის წინააღმდეგ ჩაატარებს. ბრძოლა ლას ვეგასის „აპექსის“ შენობაში შედგება. მერაბი ამჟამად ლას ვეგასში იმყოფება. მან აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ბოლო ბრძოლა 16 თებერვალს გამართა. ქართველმა მებრძოლმა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის მე-15 მებრძოლი კესი კენი დამაჯერებლად დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა.

მანამდე, დვალიშვილმა ბრედ კატონას და ტერიონ უორს სძლია. რაც შეეხება 29 წლის ქართველის მოწინააღმდეგეს მას 3 წლის წინ ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ლეგენდარულ დემეტრიუს ჯონსონთან ტიტულისთვის აქვს ბრძოლა გამართული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში