ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ.
"საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან.
ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები"- წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.