ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოქრუაშვილებში სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბეტონის კედლების ჩამოსხმა, მილის მონტაჟი და ცხაურის მოწესრიგება. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ივნისში უნდა დაასრულოს.
სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელ დუაძეებშიც. აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი დაიხარჯება.